Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

1. გამეორება
2. პროექტების პრზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში-გვერდები, HTML გაჯეტი
4. ტრენინგის შეჯამება



    განვლილი მასალა საფუძვლიანად   გავიმეორეთ,  ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსეთ ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც,  რომ    ტრენინგში მონაწილე  ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი და მოხდა  პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები და გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები
    ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
   ტრენინგის ცხრა დღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მომცა.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

                                ინტელის სასწავლო კურსის გაცნობა
1. გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3. გზამკვლევის გაცნობა
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტების განხილვა
7. ბლოგის შექმნა                            
                   
     გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანით კურსის რესურსებს, განვიხილეთ პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


   1.
გამეორება
   2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
   3პროექტოს გეგმაზე მუშაობა
     

      მოვახდინეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორება, გავითვალისწინე კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობები, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს მოვეცი მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალებები პროექტზე სამუშაოდ, ხოლო მაღალი აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეებთან მაქსიმალურად გამოვიყენე მათი შესაძლებლობები, ამის შემდეგ დავიწყე ჩემს პროექტზე "სიბრძნე სიცრუისა" გეგმაზე  მუშაობა, სადაც ავღწერე პროექტის სასწავლო პროსედურები.სასწავლო ციკლი,მოსწავლეთა მირ შესასრულებელი აქტივობა და თანამიმდევრობა,მოსწ-თა ჩართულობა.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

  1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3.
მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
4.
პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება

  
ტრენინგის მეექვსე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შევქმენით მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. ურთიერთშეფასება-კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-გაჯეტები, მოსწავლის ბლოგის შექმნა

   როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც წინა  ტრენინგის გამეორებით დავიწყეთ და ჩემთვის ახალ საინტერესო თემაზე გადავედით,  წყაროს ციტირება. ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენით მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვით სურათები, შემდეგ განვიხილეთ გაჯეტები, რომლებიც ჩვენთვისაა საჭირო და აუცილებელი, სურათების ჩასმა. ვისწავლეთ, რომ გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.


Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1.გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

   გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა და გადავედით ჩვენთვის ყველაზე საჭირო მოდულზე. გავეცანით შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერეთ შეფასების გეგმა, დავადგინეთ მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავეთ ბლოგში, ჩავსვით სურათები, ჩავსვით ასევე ფონები, ვისწავლეთ ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ჩემთვის.


Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელმა  ტრენინგმა უფრო   გამიღრმავა  არსებული ცოდნა სასკოლო პროექტის შესახებ.შევადგინეთ პროექტის გეგმა. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით  შევიმუშავეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორტბი.
გეგმის შედგენისას გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია.
.სიახლე იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას  და  მოსწავლეებს ხსლს სეუწყობს გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის დაძლევაში

Tuesday, September 8, 2015

ტრენინგის პირველი დღე

       
                                ინტელის სასწავლო კურსის გაცნობა
1. გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3. გზამკვლევის გაცნობა
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტების განხილვა
7. ბლოგის შექმნა                            
                   
     გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანით კურსის რესურსებს, განვიხილეთ პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.


    დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ უფრი ნათლად  დამანახვა როგორც პედაგოგს,თუ როგორ  შეიძლება შევქმნათ  ტექნოლოგიით გამდიდრებული სასწავლო პროექტი,როგორ დაეხმარება  მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გთვალისწინებული  სტანდარტის  შედეგების  მიღწევაში.   აღნიშნული   სასწავლო  პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება მაღალი დონის სააზროვნო და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების  განვითარებაში.

Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს  გავიმეორეთ  და განვამტკიცეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.
     ვისწავლეთ  ბუკლეტის  შექმნა. რაც დაგვეხმრება პროექტის  რეკლამისათვის , სადაც თვალნატლივ ჩანს ჩვენი პრიექტის  მიზანი და  რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის