Saturday, October 3, 2015

ინტელის სასწავლო კურსის შეჯამება

   ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.  შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე  ბლოგების შექმნა, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის,   ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, ჩავსვი ასევე ფონები, ვისწავლე ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის.  ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი  მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის
  განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,  გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ტრენინგის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
   მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ნაყოფიერი ტრენინგისათვის,  ამ ტრენინგზე შეძენილ ცოდნას გამოვიყენებთ  სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.         

Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

1. გამეორება
2. პროექტების პრზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში-გვერდები, HTML გაჯეტი
4. ტრენინგის შეჯამება



    განვლილი მასალა საფუძვლიანად   გავიმეორეთ,  ჩვენს პორტფოლიოზე განვათავსეთ ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც,  რომ    ტრენინგში მონაწილე  ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი და მოხდა  პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები და გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები
    ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
   ტრენინგის ცხრა დღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მომცა.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

                                ინტელის სასწავლო კურსის გაცნობა
1. გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3. გზამკვლევის გაცნობა
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტების განხილვა
7. ბლოგის შექმნა                            
                   
     გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანით კურსის რესურსებს, განვიხილეთ პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


   1.
გამეორება
   2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
   3პროექტოს გეგმაზე მუშაობა
     

      მოვახდინეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორება, გავითვალისწინე კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობები, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს მოვეცი მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალებები პროექტზე სამუშაოდ, ხოლო მაღალი აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეებთან მაქსიმალურად გამოვიყენე მათი შესაძლებლობები, ამის შემდეგ დავიწყე ჩემს პროექტზე "სიბრძნე სიცრუისა" გეგმაზე  მუშაობა, სადაც ავღწერე პროექტის სასწავლო პროსედურები.სასწავლო ციკლი,მოსწავლეთა მირ შესასრულებელი აქტივობა და თანამიმდევრობა,მოსწ-თა ჩართულობა.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

  1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3.
მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
4.
პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება

  
ტრენინგის მეექვსე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შევქმენით მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. ურთიერთშეფასება-კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-გაჯეტები, მოსწავლის ბლოგის შექმნა

   როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც წინა  ტრენინგის გამეორებით დავიწყეთ და ჩემთვის ახალ საინტერესო თემაზე გადავედით,  წყაროს ციტირება. ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენით მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვით სურათები, შემდეგ განვიხილეთ გაჯეტები, რომლებიც ჩვენთვისაა საჭირო და აუცილებელი, სურათების ჩასმა. ვისწავლეთ, რომ გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.


Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1.გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

   გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა და გადავედით ჩვენთვის ყველაზე საჭირო მოდულზე. გავეცანით შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერეთ შეფასების გეგმა, დავადგინეთ მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავეთ ბლოგში, ჩავსვით სურათები, ჩავსვით ასევე ფონები, ვისწავლეთ ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ჩემთვის.